გორში, სტალინის 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება

გორში, სტალინის 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება

"ერთიანი კომუნისტური პარტია", ხვალ გორში, სტალინის 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით აქციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი კომუნისტური პარტიიდან" აცნობეს, მუზეუმის ტერიტორიიდან სამხარეო ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქციით დასრულდება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ შესრულდეს საკრებულოს გადაწყვეტილება სტალინის მონუმენტის მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანის (აღმართვის) შესახებ, ასევე აღსდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.