კოტე კუბლაშვილი სასამართლო რეფორის დაჩქარებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირებულ რეკომენდაციას ეთანხმება

კოტე კუბლაშვილი სასამართლო რეფორის დაჩქარებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაფიქსირებულ რეკომენდაციას ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი ეთანხმება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დაფიქსირებულ რეკომენდაციას , რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა დასაჩქარებელია.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი საკითხი, რასაც რეფორმა უნდა შეეხოს მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხია.

"ერთ-ერთი მთავარი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და რის გაკეთებასაც სასამართლო რეფორმა მოიაზრებს არის ის, რომ გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. ეს უნდა იყოს რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობს პოლიტიკური ხელისუფლების ძალიან დიდი ნაწილი და ეს არის განსხვავება ჩვენ შორის. ყველა მოსამართლის აზრია, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა არის დიდი საფრთხე მათი დამოუკიდებლობისთვის. ასე რომ, რეფორმის პროცესში ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს უნდა იყოს. ამის გარდა არის კიდევ სხვა საკითხები, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს, გამოსწორდეს. იმას, რაც ჩვენ დავიწყეთ, სჭირდება გაგრძელება; პირველი ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ არის საკითხები, სადაც საჭიროა კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.