გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 2 თვის წინ წავიდა საბრძოლველად

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 2 თვის წინ წავიდა საბრძოლველად

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ქუთაისში ხვალ ჩამოასვენებენ. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 2 თვის წინ წავიდა საბრძოლველად.

,,ოჯახის წევრებს არაფერი გვითხრა, ისე წავიდა მალულად. იცოდა, რომ წინააღმდეგობა შეხვდებოდა. სულით პატრიოტი იყო და ერაყშიც იბრძოდა. 4 წელი ქუთაისის მე–3 ქვეით ბრიგადაში მუშაობდა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში გარდაცვლილის მამამ მიხეილ გრიგოლაშვილმა.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაიანაში, სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 

კიევში დღეს უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროსთან ალექსანდრე გრიგოლაშვილთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განუცხადა, გამოსამშვიდობებელი ცერემონია მაიდანზე, შუადღისას არის დაგეგმილი.

მისივე განმარტებით, აღნიშნულის პარალელურად მიმდინარეობს ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენების საკითხზე მუშაობა.

"საქართველოს მთავრობა ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. საელჩო ჩართულია და ვმუშაობთ ცხედარის გადმოსვენებაზე. ეს, ალბათ, ხვალისთვის იქნება შესაძლებელი, რადგან საკითხი გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ოჯახთან გვაქვს კავშირი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს ქართველი სამხედროს გადმოსვენება", - აღნიშნა მიხეილ უკლებამ.