ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ჯარს ყირიმის ანექსიისთვის მადლობა გადაუხადა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ჯარს ყირიმის ანექსიისთვის მადლობა გადაუხადა

ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის არმიას ყირიმის ანექსიისთვის მადლობა გადაუხადა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, რუსეთის პირველმა პირმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა "ყირიმის მოვლენებში" მკაფიო მოქმედებებისთვის. ამის შესახებ განცხადება პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე გააკეთა. 

"მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობასა და ქვედანაყოფებს მკაფიო, თავშეკავებული და ზუსტი მოქმედებებისთვის, მამაცობისა და პროფესიონალიზმისთვის ყირიმის მოვლენების დროს", - განაცხადა პუტინმა.