დონალდ ტუსკი - ევროკავშირი დასუსტებულ რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის უნდა მოემზადოს

დონალდ ტუსკი - ევროკავშირი დასუსტებულ რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის უნდა მოემზადოს

ევროკავშირი ეკონომიკურად დასუსტებულ რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის უნდა მოემზადოს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა განაცხადა.

"ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვრეაგირებდეთ და შევიარაღდეთ. ჩვენ, როგორც ევროპელები, კვლავ უნდა აღვიჭურვოთ სიმტკიცით და გავაცნობიეროთ რა ძლიერი მხარეები გაგვაჩნია", - აღნიშნა ტუსკმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე.

მისივე თქმით, სწორედ რუსეთია ევროპის სტრატეგიული პრობლემა და არა უკრაინა. "ყველაზე დიდი გამოწვევა დღეისთვის რუსეთის მიდგომაა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირისადმი", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.