საკრებულოს ისტორიულ დარბაზს დიმიტრი ყიფიანის სახელი ეწოდა

საკრებულოს ისტორიულ დარბაზს დიმიტრი ყიფიანის სახელი ეწოდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ სხდომათა დარბაზს ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის სახელი ეწოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებმა დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

საკითხს, რომელიც  კენჭისყრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გამოიტანა, საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

დიმიტრი ყოფიანმა 1875 წელს ქალაქის თავის არჩევნებში გაიმარჯვა და  თბილისის თვითმმართველობის ორგანოს სამი წელი მეთაურობდა

ის ამავდროულად არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორიც გახლდათ. მან ქალაქის მშენებლობის განყოფილება გამგეობას შეუერთა, ნაწილობრივ გადაწყვიტა საკითხი სამხედროების საცხოვრებლით უზრუნველ-ყოფის შესახებ, მოახდინა მოსახლეობის აღწერა, გააუქმა რიგი წესებისა, რომლებიც ახალ წყობილებასთან შეუსაბამობაში მო-დიოდა, შემოიღო სწორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა.

   დიმიტრი ყიფიანის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ყოფილი ერევნის მოედნის (თავისუფლების მოედანი) კეთილმოწყობა, შუამდგომლობა ახალი სახაზინო თეატრის აგებისათვის, თბილისში წყალსადენის პროექტის დასამუშევებლად საჭირო თანხების მოძიება; ამავე პერიოდში დაიწყო დაბალჩინოსანთა ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, უპატრონო ძაღლების განადგურება, მოხდა ქალაქის გაზის ნათურებით განათება, გაიაფდა საწვავი და სხვა.

საქართველოს წმინდა სინოდის განჩინებით, 2007 წლის 26 აპრილს XIX საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დიმიტრი ყიფიანი წმინდანთა დასში შეირაცხა და მას წმინდა დიმიტრი ყიფიანი სამშობლოსთვის წამებული ეწოდა.