დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

თბილისის ბიუჯეტს 26 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრას წინ დებატები და მერთან შეკითხვები უძღვოდა. საკრებულოს წევრებს დავით ნარმანიამ ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო.

დედაქალაქის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება. ბიუჯეტის პრიორიტეტები 2015 წლისთვის კი შემდეგია: ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდა, საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დედაქალაქის გამწვანება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.