რაც საყდრისთან დაკავშირებით მოხდა, ჩვენი ქვეყნისთვის არასასახელოა

რაც საყდრისთან დაკავშირებით მოხდა, ჩვენი ქვეყნისთვის არასასახელოა

უმრავლესობის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი საყდრისის საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას მხარს უჭერს.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც საყდრისთან დაკავშირებით მოხდა, ჩვენი ქვეყნისთვის არასასახელოა.

"როგორც კი ეს ინიციატივა პარლამენტში შემოვა, მას საკანონმდებლო ორგანო განიხილავს ისე, როგორც ამას პროცედურა მოითხოვს. პირადად მე, მხარს დავუჭერ ასეთი კომისიის შექმნას, რადგან მიმაჩნია, რომ რაც საყდრისთან დაკავშირებით მოხდა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან არასასახელო რამ. გადაწყვეტილება არ იყო სწორად მიღებული. ვფიქრობ, რომ კულტურული ძეგლის მიმართ გადადგმული იყო ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება სამომავლოდ დაკვალიფიცირდეს როგორც დანაშაული", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.