საქართველოს პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შესახვედრად მზადაა

საქართველოს პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შესახვედრად მზადაა

როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, თუკი საუბარი იქნება დეოკუპაციაზე და დევნილების დაბრუნებაზე, ამ შემთხვევაში მარგველაშვილი პუტინთან შესახვედრად მზადაა.

"დეოკუპაცია, დევნილების დაბრუნება, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება და მსგავსი დოკუმენტის მომზადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართაც, რომელიც მოსალოდნელია და კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას გულისხმობს, ვიდრე აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება. თუ ამ საკითხებზე იქნება საუბარი, პრეზიდენტი მზადაა შეხვედრისთვის. თუ საუბარი სხვა საკითხებზე იქნება, ამისთვის არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელზეც სხვა პოლიტიკური საკითხები განიხილება", - განაცხადა იმერლიშვილმა.

შეხვედრის მიზნისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვარზე გაამახვილა ყურადღება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

"საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელოს საგარეო პოლიტიკური აქტივობა, ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე. თუმცა აქ პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ უპირველესყოვლისა გასარკვევი, დასადგენი და უფრო კომპლექსურადაა განსასაზღვრი, თუ რას ემსახურება ეს შეხვედრა, რა მიზანი ექნება და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას", - განაცხადა დავით პატარაიამ.