საქართველოს პრეზიდენტი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა პირადად მოისმინა მათი არგუმენტები ოქროს მაღაროში სამუშაოების შეჩერების, აღნიშნული ობიექტის ისტორიული დეტალებისა და სამართლებრივი დარღვევების თაობაზე. ქვეყნის პირველი პირი ბოლნისის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობითაც დაინტერესდა და კომიტეტის წევრებს საკუთარი მოსაზრებაა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის და, შესაბამისად, საკუთარი იდენტობის დაცვა. პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვალდებულია დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულება, მანამდე კი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმართვა მას დაუშვებლად მიაჩნია.