ჩვენი ძალიან პრინციპული პოზიციაა რომ ვიზა ლიბერალიზაციის თარიღების დასახელებისგან თავს ვიკავებთ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"გასაგებია, მისასალმებელია ის გამამხნევებელი მესიჯები, რაც მოდის ევროპისგან, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ თარიღების დასახელებისგან თავი შევიკავოთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ეს არის სწორი მიდგომა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ 2015 წლის რიგის სამიტის მეორე დღესვე შენგენის ზონაში თავისუფლად ვიმოგზაურებთ.