კანონმა

კანონმა "უკრაინის მხარდამჭერი აქტი" შესაძლოა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა გააფუჭოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, კანონს - "უკრაინის მხარდამჭერი აქტი", რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაფუჭება შეუძლია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან საუბრისას განაცხადა.

"მხარეებმა განიხილეს ისრაელი-პალესტინის პრობლემა, ასევე უკრაინაში შექმნილი ვითარება. სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ბარაქ ობამას მიერ ხელმოწერილმა კანონმა, რომელიც რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრება, შესაძლოა დიდი ხნით გაწყვიტოს რუსეთ-აშშ-ის შორის ნორმალური ურთიერთობა", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გუშინ ხელი მოაწერა ერთი კვირის წინ კონგრესის მიერ ერთსულოვნად დამტკიცებულ კანონპროექტს "უკრაინის მხარმდაჭერი აქტი".