გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში მიმდინარეობს.

შეხვედრის თემაა ოკუპირებულ ტერტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება.

გიორგი მარგველაშვილი დღეს შემდეგი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება: "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "ქართული დასი", "მემარცხენე ალიანსი", "საქართველოს გზა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "სამოქალაქო ალიანსი" და ევროპელი დემოკრატები".

მომავალ დღეებში ასევე იგეგმება პრეზიდენტის შეხვედრა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან.