ფაქტია, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგმა რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობები გახსნა

ფაქტია, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგმა რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობები გახსნა

„ფაქტია, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგმა რუსეთთან სავაჭრო შესაძლებლობები გახსნა", - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სავაჭრო ურთიერთობები მას შემდეგ აღდგა საქართველოსთან, რაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას საქართველომ მხარი დაუჭირა.

კითხვაზე, მაშინ რა შედეგი აქვს კარასინი-აბაშიძის ფორმატს, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ კორელაცია ერთი თემით მეორესთან შეიძლება დისკუსიის საგანი იყოს.

„მაგრამ ფაქტია, რომ აბაშიძე-კარასინის დიალოგმა გახსნა სავაჭრო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო არხები", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.