"მაღლი რისკის ციხეებში ე.წ. მაყურებლები და შინაგანაწესის სისტემატიურად დამრღვევებიც განთავსდებიან“

როგორც სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, უახლოეს პერიოდში მარალი რისკის დაწესებულება რუსთავის მე-6 ციხეში გაიხსნება.

ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  განუცხადა, სადაც სამინისტროს 2-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ჯანსაღი კრიტიკა და არგუმენტირებული რეკომენდაციები ყოველთვის მისაღებია, თუმცა ხშირად ეს კრიტიკა უსაფუძვლოა.

„ეს უაზრო კრიტიკა ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კი არის. რა ხარვეზებიც არსებობს ჩვენს სისტემაში, ჩვენ ზეპირად ვიცით. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ და ზუსტად ამისთვის ვახორციელებთ იმ ინსტიტუციურ რეფორმას, რომელსაც უახლოეს მომავალში ვფიქრობ, რომ ოპოზიციაც და ოპოიციაც მხარს დაუჭერს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისი თქმით, უწყება ძირითადად ორიენტირებულია რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების გაფართოებაზე, რისთვისაც სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა აუცილებელი. ასევე აქცენტია გაკეთებული თანამშრომლების გადამზადებაზე, რისთვისაც აშშ-მ 1 მილიონი დოლარი გამოყო.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, მღებრიშვილის განცხადებით, სადი ისევ რჩება დეპარტამენტად, თუმცა მას უუქმდება საქვეუწყებო სტატუსი და ცალკე ბიუჯეტი.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მთლიანად ინტეგრირდება სამინისტროსთან და მინისტრს დაექვემდებარება, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ იმის კითხვა, თუ ვის ემორჩილება ეს დეპარტამენტი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მაღალი რისკის დაწესებულება უახლოეს პერიოდში რუსთავში  მე-6 ციხეში  გაიხსენება და ასევე  მსგავსი ტიპის დაწესებულება ლაითურში აშენდება.