თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, გამიხარდება

თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, გამიხარდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მას გაუხარდება, თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკასა და პარტიაში დაბრუნების თხოვნით მიმართოს.

"თუ პოლიტიკაში მობრუნდება ყოფილი პრემიერი, მე, როგორც ერთ ადამიანს, ეს გამიხარდება, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ის ამას არ აპირებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უკმრავლესობა აპირებს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების თხოვნით მიმართოს.