დემოკრატიის დონე გაიზარდა, მაგრამ ოფიციალურ პირებს ახალ პოლიტიკურ გარემოსთან ადაპტირებისთვის დრო სჭირდებათ

დემოკრატიის დონე გაიზარდა, მაგრამ ოფიციალურ პირებს ახალ პოლიტიკურ გარემოსთან ადაპტირებისთვის დრო სჭირდებათ

რუსეთის სავალუტო კრიზისმა და უკრაინის კონფლიქტმა საქართველოს ეკონომიკას დარტყმა მიაყენა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა კვლავ ძლიერ განაგრძობს ზრდას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "როიტერისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რუსული რუბლის ვარდნითა და უკრაინის კრიზისით გამოწვეული გვერდითი მოვლენებით დაზარალდა.

"რუსული რუბლის რყევა რუსულ ბაზარზე ზოგიერთ ჩვენს პროდუქტზე, ძირითადად ალკოჰოლსა და სასმელზე აისახა. პროდუქტი გაძვირდა და, რა თქმა უნდა, ეს ქართული ღვინის პროდუქციასაც დაეტყო. ეს არის არის კატასტროფა, მაგრამ ჩვენს ვგრძნობთ რუბლით გამოწვეულ პრობლემებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც "როიტერთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში დემოკრატიის დონე გაიზარდა, მაგრამ ქვეყნის ოფიციალურ პირებს ახალ პოლიტიკურ გარემოსთან ადაპტირებისთვის დრო სჭირდებათ.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

"ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური ლიდერშიფის არჩევანი, ეს არ არის რომელიმე პარტიის არჩევანი. ეს ერთსულოვანი არჩევანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "როიტერთან" ინტერვიუში.