ავსტრალიის ქალაქ კერნსში ერთ-ერთ სახლში რვა ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ავსტრალიის ქალაქ კერნსში ერთ-ერთ სახლში რვა ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ავსტრალიის ქალაქ კერნსში, ერთ-ერთ სახლში 8 ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. "ბიბისის" ინფორმაციით, სახლში ასევე იმყოფებოდა ქალი, რომელსაც გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა მომხდარს "ტრაგიკული ინცინდენტი" უწოდეს, თუმცა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ არსებობს.

პოლიციას არ აქვს ინფორმაცია, ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრი იყო თუ არა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.