გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დახმარებას მიიღებს

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დახმარებას მიიღებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები თითოეული ოჯახი 200 ლარს მიიღებს.

გორში, ქარელში, კასპში, საჩხერეში, ხაშურსა და ონში მცხოვრები 12 ათასამდე ოჯახის დასახმარებლად 2,3 მლნ ლარზე მეტი გაიცემა.