საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს , შეხვედრის თემა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაიცით, ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
შეხვედრა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში 14.00 საათისთვის არის ჩანიშნული.