აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპალამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას ეხმაურება. 

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგში, ასობით ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციაში. 

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ულოცავს საქართველოს ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას. კენჭისყრა ევროპის საქართველოსადმი მზარდი ნდობის დემონსტრირება და ქვეყნის ფართო რეფორმების მუდმივი განხორციელების დამადასტურებელია. აშშ-ი უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში, რამდენადაც ისინი განაგრძობენ რეფორმებს და ევროპულ და ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციას", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ. 

ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება გუშინ მოახდინა.