თეა წულუკიანი - არჩილ კბილაშვილსა და ამჟამინდელ მთავარ პროკურორს შორის არის სხვადასხვა უკიდურესობა

თეა წულუკიანი - არჩილ კბილაშვილსა და ამჟამინდელ მთავარ პროკურორს შორის არის სხვადასხვა უკიდურესობა

არჩილ კბილაშვილსა და ამჟამინდელ მთავარ პროკურორს შორის არის სხვადასხვა უკიდურესობა და შუალედი იქნება საპოვნელი, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი პროკურორი არ არის ისეთი საჯარო ფიგურა, რომელიც მედიასთან მუდმივად კონტაქტშია, თუმცა მას და მთავარ პროკურატურას ჭირდებათ საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია. 

"არც ბატონ არჩილს და არც ამჟამინდელ მთავარ პროკურორს არ ეწყინებათ. ეს ორი სხვადასხვა უკიდურესობაა და შუალედი იქნება საპოვნელი. მთავარი პროკურორი არამც და არამც არ უნდა იყოს ისეთი ტიპის საჯარო ფიგურა, რომელიც მუდმივად არის მედიასთან და საზოგადოებასთან კონტაქტში. ეს არ არის მისი ფუნქცია. მისი ფუნქცია დანაშაულთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვაა, მაგრამ მთავარ პროკურორს და პროკურატურას ჭირდებათ საზოგადოებასთან სათანადო კომუნიკაცია და ეს როგორ უნდა მოხდეს, თუ არა მედიის დახმარებით?! შუალედი იქნება საპოვნელი, თუმცა მთავარი არის საქმე და კომუნიკაციის საშუალება შეიძლება უფრო მარტივად გამოიძებნოს. ის რომ, მედიას აქვს იმის განცდა, რომ ადრე მარტივად ღებულობდნენ პასუხებს და ახლა ვეღარ, რა თქმა უნდა გამოსასწორებელი იქნება.