ფედერიკა მოგერინი რუსეთს საგარეო კურსის ცვლილებისკენ მოუწოდებს

ფედერიკა მოგერინი რუსეთს საგარეო კურსის ცვლილებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი მოუწოდებს კრიზისში მყოფ რუსეთს, საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

"პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის ხელმძღვანელობას ურჩევნიათ დაფიქრდნენ, დანარჩენ მსოფლიოსთან დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალონ და გადავიდნენ თანამშრომლობის რეჟიმში", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მზადყოფნა კოოპერაციისადმი, უაღრესად აუცილებელია იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ვითარება ასეთი არასტაბილური ჯერ არასოდეს ყოფილა, როგორც ახლა. "ცვლილებები უნდა დაიწყოს უკრაინასთან მიმართებაში არსებული პოლიტიკით", - განაცხადა მოგერინიმ.