თუ საქართველოს ხელისუფლება ჩათვლის შესაძლებლად, მოხარული ვიქნებით, საქართველოს მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენელი, იქნება ეს პრემიერი თუ პრეზიდენტი, მოსკოვში ვიხილოთ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არ წყდება შიდაპოლიტიკური დაპირისპირება.
"თავის დროზე, ჩვენ გვთხოვეს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაგვეშვა და ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოს გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ, წინააღმდეგობა არ გაეწია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი საქართველოს ხელისუფლებაზე და ჩვენ ვუპასუხეთ ამ ჟესტს რუსული ბაზრის გაღებით. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ", - გაანცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინი ასევე შეეხო საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მისი განცხადებით, საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხი იმ ხალხთან დიალოგს უკავშირდება, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს.