დანიის პარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

დანიის პარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

დანიის პარლამენტმა ევროკავშირსა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას კენჭი უყარა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანიის სამეფოს პარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია პროცესს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი.

პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიკაციას საკუთარ twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგაარდი.

"ბედნიერი ვარ, რომ დანიის სამეფოს პარლამენტმა სულ ახლახანს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ" , - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დანია 11-ე ქვეყანაა ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, რომელმაც უკვე მოახდინა ასოცირების შეთანხების რატიფიკაცია. (რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, ხორვატია)