ვლადიმერ პუტინი:   ყოველთვის ეცდებიან დათვის ჯაჭვით დაბმას

ვლადიმერ პუტინი: ყოველთვის ეცდებიან დათვის ჯაჭვით დაბმას

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში შექმნილი ეკონომიკური ვითარება არ არის ყირიმისთვის საფასური.

მისივე განცხადებით, უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ ეს არის ფასი რუსეთის ბუნებრივ სურვილზე, შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო, ცივილიზაცია და სუვერენიტეტი.

"იქნებ ჩვენს დათვს მშვიდად ჯდომა სჭირდება. იქნებ არ უნდა გოჭებისა და საღორის მართვა ტაიგაზე? იქნებ თავი დაანებონ ჩვენს დათვს? მაგრამ არ დაანებებენ. ყოველთვის ეცდებიან მის ჯაჭვით დაბმას. როგორც კი ამას მოახერხებენ, მაშინვე კბილებსა და ფრჩხილებს დააგლეჯენ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინაშე არჩევანი დგას - სურს თუ არა იყოს გახდეს უფრო დამოუკიდებელი, იბრძოლოს, შეინარჩუნოს სახელმწიფო თუ სურს, რომ მისი ტყავი კედელზე დაკიდონ.