საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ევროკავშირის დიდ ოჯახს

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ევროკავშირის დიდ ოჯახს

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, ასოცირების შეთანხმებით გამოხატეს მზადყოფნა, შეუერთდნენ ევროკავშირის დიდ ოჯახს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი დამყარებულია იმაზე, რომ ყველა ერს მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა პოზიცია ევროკავშირთან მიმართებაში.

"საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებმაც ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, ამ შეთანხმებით ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ შევუერთდეთ ევროკავშირის დიდ ოჯახს. საქართველოს ისტორიული და პოლიტიკური როლი არის ის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები. იმედი გვაქვს, რომ ასეც დასრულდება", -განაცხადა მარგველაშვილმა.