სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენება, თითების გატკაცუნება არ არის

სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენება, თითების გატკაცუნება არ არის

სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენება, მეგობრებო, ეს არ არის თითების გატკაცუნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატი ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატებს და შერჩევით სამართალთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, დისკუსიები ყოველთვის იყო და იქნება და თავადაც მიესალმება დისკუსიებს.

"ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ არსებული გამოწვევები დავძლიოთ. ასე, რომ სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენება, მეგობრებო, ეს არ არის თითების გატკაცუნება. სამართლიანი, თავისუფალი ქვეყნის აშენებას სჭირდება დიდი შრომა. 15 წელი დაგვჭირდა, რომ ევროსაბჭოდან ევროკავშირის ასოცირებული წევრი გავმხდარიყავით. ეს 15 წელი საკმაოდ რთული იყო, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბევრად ნაკლები დაგვჭირდეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დასასრულებლად, რომ უკვე ნამდვილი წევრი გავხდეთ არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.