ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აცხადებდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, მაგრამ ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყო

ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აცხადებდნენ, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, მაგრამ ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყო

ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ახალი კედლების აგება ხდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის ლიდერის განცხადებით, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აცხადებდნენ, რომ არ მოხდებოდა ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთში, მაგრამ ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყო.

"განა გაფართოების ორი ტალღა კედელი არ არის?! კი, მართალია, რომ ეს ვირტუალური კედელია, მაგრამ ამ კედლის აღმართვა დაიწყო. რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა რა, კედელი არ არის?! დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი პრობლემა ის არის, რომ არავინ არ გაჩერდა, ჩვენი პარტნიორები არ გაჩერდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ გამარჯვებულები არიან, არიან იმპერია, სხვა დანარჩენი კი მათი ვასალები არიან", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, პრობლემა სწორედ ის არის, რომ მიუხედავად რუსეთის ყველა მცდელობის და ჟესტისა, რომ ერთობლივად ემუშავათ, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში გააგრძელეს დამაბრკოლებელი კედლების აგება.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი ხისტი პოზიცია, მათ შორის უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, უნდა დაეხმაროს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმის გაგებაში, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ამ კედლების აგება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.