ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად პაატა ხიზანაშვილი დაინიშნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად პაატა ხიზანაშვილი დაინიშნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის თანამდებობას პაატა ხიზანაშვილი დაიკავებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლად დანიშნული გუბერნატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური და მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტების კურსდამთავრებულია, ასევე განათლება მიღებული აქვს გერმანიაში.

2006 წლიდან დღემდე პაატა ხიზანაშვილი მუშაობდა "ქართუ ჯგუფში" სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი და "ბანკი ქართუს" საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროებში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიასა და თბილისის საავიაციო გაერთიანებაში.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად დაინიშნა.