საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული დღეა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო აღრმავებს ევროპული ოჯახისკენ სვლას.
"ამ ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო. ჩემი ქვეყნის ყველა ლიდერი, გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ყველა მომხრე იყო ამ იდეის და ასევეა ჩვენი მმართველობა. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ იდეის, რომ ეს ნაბიჯები გაღმავდება, გაგრძელდება და საბოლოოდ მივაღწევთ მიზანს, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი", -განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ ამ მიმართულებით ბევრი იმუშავა, იყო სირთულეები, რომელიც სახელმწიფოს უნდა გადაელახა.
"ასოცირების შეთანხმებით, საქართველო მოიპოვებს ახალ ინსტრუმენტებს, რომ გააღმავოს ევროპული სტრუქტურებისკენ სვლა, ასევე, ევროპა ისარგებლებს ქვეყნისგან, რომელიც რეგიონში პარტნირობისკენ არის მობილიზებული, რომელიც მიმართულია გააღრმავოს მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში და მის მიღმა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ როლის თამაშს მომავალში იმ გადმოსახედიდან, რომ ვართ ევროპული ქვეყანა ", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გადასცა.