სააკაშვილის იდეები-რას გეგმავს ექსპრეზიდენტი 2015 წელს?

სააკაშვილის იდეები-რას გეგმავს ექსპრეზიდენტი 2015 წელს?

განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი არ გამორიცხავს, რომ 2015 წელს ახალი პოლიტიკური პლატფორმის ირგვლივ არაერთი პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს. შაშკინის თქმით 2014 წელმა ყველაფერთან ერთად გამოკვეთა რომ ქვეყანას ახალი იდეები სჭირდება. შაშკინი ამბობს, რომ ამ თემაზე ღიად არაერთხელ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით სააკაშვილი საზოგადოებას აბსოლუტურად სწორ გზას სთავაზობს, რადგან ქვეყანა დაიღალა პოლიტიკური გაერთაინებებისგან და ამიტომ საჭიროა პოლიტიკური იდეების გაცვლა და შეჯიბრი. შაშკინი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეეცდება პოლიტიკური სპექტრი იდეალების გარშემო გააერთიანოს, რაც გავლენას მოახდენს 2015 წლის პოლიტიკურ მოვლენებზე.

„დანამდვილებით ვიცი პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად მთავარი ხალხის განწყობაა. საზოგადოება გადაწყვეტს იქნება თუ არა მისთვის მისაღები საააკაშვილის იდეები... მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, მალე თავად გაახმოვანებს. ბუნებრივია მასთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს... საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეეცდება პოლიტიკური სპექტრი იდეალების გარშემო გააერთიანოს, ეს ბუნებრივია მოახდენს ზეგავლენას 2015 წლის პოლიტიკურ მოვლენებზე“- აცხადებს დიმდიტრი შაშკინი გაზეთ „ვერსიასთან“