ქვემო ქართლის გუბერნატორად პაატა ხიზანიშვილი ინიშნება

ქვემო ქართლის გუბერნატორად პაატა ხიზანიშვილი ინიშნება

ქვემო ქართლის გუბერნატორად პაატა ხიზანიშვილი ინიშნება. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი პაატა ხიზანიშვილის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა და ქ.რუსთავი) სახელმწიფო რწმუნებულად – გუბერნატორად დანიშვნის შესახებ მთავრობის სხდომის დღევანდელ დღის წესრიგშია შესული.

საკითხზე მომხსენებელი იქნება მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, პაატა ხიზანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ქართული ოცნებიდან" დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მანამდე კი ის "ქართუ ბანკში" მუშაობდა.

ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა მინისტრად დაინიშნა.

დმანის მაჟორიტარობის კანდიდატი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნბებში