არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები დღეს საყდრისში გაემგზავრებიან

არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები დღეს საყდრისში გაემგზავრებიან

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ორგანიზებით, დღეს, არქეოლოგები და ხელოვნებათმცოდნეები საყდრისში გაემგზავრებიან. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ განუცხადა, არქეოლოგები დაათვალიერებენ ობიექტს, რომელზეც სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. 

მისი თქმით, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი შეისწავლონ. დღესვე, საყდრისის დაცვის კომიტეტი დააანონსებს მასშტაბურ აქციას საყდრისში მიმდინარე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით.