დიდ ბრიტანეთში საბუქმეიკერო დაწესებულებები პუტინის გადაყენებაზე ფსონებს იღებენ

დიდ ბრიტანეთში საბუქმეიკერო დაწესებულებები პუტინის გადაყენებაზე ფსონებს იღებენ

ბრიტანეთში ზოგიერთმა საბუქმეიკერო დაწესებულებამ დაიწყო ფსონების მიღება იმაზე, რომ მომდევნო წლის ბოლოსთვის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადააყენებენ. ამის შესახებ რადიოსადგური "ეხო მასკვი" გამოცემა "ტელეგრაფზე" დაყრდობით იუწყება.

"ამჟამად ფსონები მიიღება 1:16 კუშით - ანუ, ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით, მოვლენების ასეთი განვითარება არც თუ ისე შესაძლებლად მიიჩნევა", - ნათქვამია პუბლიკაციაშია.

გარდა ამისა, მიიღება ფსონები იმაზე, რომ ერთი დოლარი ას რუბლს მიაღწევს; ასევე იმაზე, რომ რუსეთი უარს იტყვის მსოფლიო 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაზე და იმაზეც, რომ პუტინი უარს იტყვის ყირიმზე.