შარტავაზე მდებარე სუპერმარკეტში, ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი ადგილზე დააკავეს

შარტავაზე მდებარე სუპერმარკეტში, ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი ადგილზე დააკავეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, მერიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი ადგილზე დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც ცნობილია, შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ სურსათის მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა და დაყაჩაღებას ცდილობდა. ჯერ უცნობია, მომხდარის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე. შემთხვევის დროს მაღაზიაში 6 წლამდე ასაკის ბავშვი იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დეტალების გარკვევას ცდილობს.