საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის სავარაუდო შემცვლელები უკვე სახელდება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის სავარაუდო შემცვლელები უკვე სახელდება

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის სავარაუდო შემცვლელები უკვე სახელდება. არსებული ინფორმაციით, დეპუტატებს ნანა ყეინიშვილსა და თამაზ მეჭიაურს თავად სურთ და აქვთ ამბიცია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დავით ონოფრიშვილი შეცვალონ.

მმართველ უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კარგი კანდიდატურაა "კონსერვატორი" დეპუტატი პაატა კვიჟინაძე.

ამავე კონტექსტში "რესპუბლიკელი" ნოდარ ებანოიძეც დასახელდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი ალბათობით, "რესპუბლიკელთა" ფრაქცია დავით ონოფრიშვილის გადაყენების საკითხს მხარს არ დაუჭერს და ისიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თავად "ქართულმა ოცნებამ" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობა "რესპუბლიკელთა" წარმომადგენელს ჩააბაროს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის შეცვლის საკითხი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ გააქტიურდა, როცა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ შეიძლება კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი იყოს. უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ არ გამორიცხა, რომ ოპოზიციონერი თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის მიზაშეწონილობის საკითხი მმართველ გუნდში განხილვის საგანი იქნება.