პრეზიდენტთან ერთად სტრასბურგში თამარ ბერუჩაშვილიც გაემგზავრება

პრეზიდენტთან ერთად სტრასბურგში თამარ ბერუჩაშვილიც გაემგზავრება

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც დაესწრება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი სტრასბურგში გაემგზავრება და დაესწრება ევროპარლამენტის სესიას, რომელზეც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოხდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან გამოხატულ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საგარეო საქმეთა მინისტრი სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გაემგზავრება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.