შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან 2015 წლის 11 იანვრის ჩათვლით ზამთრის არდადეგები გამოცხადდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის დადგენილებით, სასწავლო პროცესი 12 იანვრიდან განახლდება.