ევროპარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოებრიობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. "როიტერის" ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა ასევე მხარი დაუჭირეს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის "ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის" ფორმულით გადაჭრას.

"ევროპარლამენტი მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების პრინციპს და ორ სახელმწიფოზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამ პროცესს თან უნდა ახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, რეზოლუციაში საუბარი არ არის ამ ეტაპზე პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების შესახებ.

დღესვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააუქმა პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" ტერორისტული დაჯგუფებების შავ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება.