დღეს, გამთენიისას, გორში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ინფორმაციით, ხანძარი რკინიგზის სადგურის დასახლებაში გაჩნდა.
სახლის პატრონი, მამუკა ჯანეზაშვილი მეხანძრეებმა, ცეცხლმოკიდებულ შენობაში დამწვარი იპოვეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.