სააკაშვილის პირადი ოპერატორი პროკურატურაში დაიბარეს

სააკაშვილის პირადი ოპერატორი პროკურატურაში დაიბარეს

“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ოპერატორი თამაზ შავშიშვილი, ბადაშვილის უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. ჩვენ შევეცადეთ თამაზ შავშიშვილთან დაკავშირებას, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. საგამოძიებო უწყებაში დაბარების შესახებ ინფორმაცია ”პირველ რადიოს” შავშიშვილის ერთ-ერთმა მეგობარმა დაუდასტურა.

უცნობია რა საკითხზეა დაბარებული შავშიშვილი და უაკავშირდება თუ არა ეს ყოფილი პრეზიდენტის რომელიმე საქმეს. ”პირველი რადიო” აღნიშნულის შესახებ მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. საგამოძიებო უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ინფორამციას მოიკითხავენ და დეტალებზე დილით ისაუბრებენ.