პუტინი და ხაჯიმბა დღეს მოკავშირეობის შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ

პუტინი და ხაჯიმბა დღეს მოკავშირეობის შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა დღეს სოჭში გაემგზავრება. კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სოჭში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩადის. 

ამავე ინფორმაციით, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივ ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების კუთხით.

კრემლის ცნობით, დაგეგმილია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.