დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე გადადგა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ჯემალ პაქსაძემ აღნიშნა, განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საკუთარი ნებით დაწერა და რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა.

მისივე განმარტებით, ბოლო დროს ჯანმრთელობა გაუუარესდა, რის გამოც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. "საკუთარი სურვილით გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ბოლო დროს გულის შეტევით ორჯერ კლინიკაში მომათავსეს. რაიმე სახის ზეწოლა გადადგომასთან დაკავშირებით არ ყოფილა. 22 ნოემბერს 11:00 საათზე ჩავატარეთ რელიგიათა საბჭოს სხდომა, სადაც ხმათა უმრავლესობით აირჩიეს ხელვაჩაურის მუფთი ბეგლარ ქამაშიძე", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

ჯემალ პაქსაძე მუფთის თანამდებობაზე 2010 წელს რელიგიურმა მეჯლისმა დანიშნა.