საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები 35:24 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები 35:24 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები ანგარიშით, 35:24 დაამარცხა. ტესტმატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა.

ქართველმა მორაგბეებმა მატჩის პირველი ტაიმიც გამარჯვებით, 17:10 დასრულეს. მეორე ტამში "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ორი ლელო გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 35:24 დაფიქსირდა.

საქართველოსა და იაპონიის ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს 2012 წლის ნოემბერში დაუპირისპირდნენ. თბილისში გამართულ შეხვედრაში გამარჯვებმა სტუმარმა გუნდმა მოიპოვა.