"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "თავისუფალი თაობის" საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დააკავეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან "თავისუფალი თაობის" საპროტესტო აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

თორნიკე შენგელიასა და ვახტანგ მიქაიშვილის დაკავება მათ მიერ კვერცხების სროლისა და ე.წ. "დიმავუშკების" გაშვებას მოჰყვა. "თავისუფალი თაობის" წევრებმა საპატრულო პოლიციის მანქანისთვის, რომლითაც დაკავებულები მიჰყავდათ, გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშაულება არ მისცა.

"თავისუფალი თაობა" "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან საპროტრესტო აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ 11 წლის წინ, ზუსტად 23 ნოემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო თავისი შავ-ბნელი საქმიანობის წარმოება საქართველოში და ეს ორგანიზაცია უნდა დაიხუროს. აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სიმბოლურად დამჭკნარი ვარდები მიიტანეს.

"თავისუფალი თაობისა" და პოლიციის წარმომადგენლებს შორის აქციის მსვლელობსიას ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.