რუსეთი საქართველოს საზღვრამდე გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციას გეგმავს

რუსეთი საქართველოს საზღვრამდე გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციას გეგმავს

ჩრდილოეთ ოსეთი საქართველოს საზღვრამდე გზის მშენებლობას აპირებს. რუსული მედიის ინფორმაციით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი "ალაგირი - ქვემო ზარამაგის" გზის მშენებლობისთვის, რომელიც საქართველოს საზღვრამდე მივა.

პროექტის მაქსიმალური ღირებულება 2 მილიარდ 363 მილიონი რუბლია. გარდა ამისა, რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს გეგმების თანახმად, 2017 წლამდე რუსეთის სამხრეთით დაგეგმილია "კავკაზის", "ტრანსკამის" ალაგირი-ქვემო ზარამაგის ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვრამდე", ასევე ჩერკესკი - დომბაის საქართველოს საზღვრამდე გზების რეკონსტრუქცია და მშენებლობა.