პუტინი და ხაჯიმბა ხვალ მოკავშირეობის შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ

პუტინი და ხაჯიმბა ხვალ მოკავშირეობის შეთანხმებაზე ხელს მოაწერენ

24 ნოემბერს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა სოჭში მიემგზავრება. კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სოჭში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩავა.

ამავე ინფორმაციით, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივ ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების კუთხით.

კრემლის ცნობით, დაგეგმილია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.