გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის მოსამართლეს შეხვდა

გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის მოსამართლეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის სისხლის სამართლის საოლქო მოსამართლეს, ნიკოლას მაკნამარას შეხვდა.

მოსამართლემ მინისტრს სასამართლოში უმასპინძლა და შტატის სამართალწარმოების თავისებურებები, მათ შორის სასამართლო პროცესის ძირითადი ასპექტები გააცნო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სისტემის მუშაობაზე.

გიორგი მღებრიშვილმა ნიკოლას მაკნამარასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სასჯელაღსრულების რეჟიმის შექმნას და თავისუფლების აღკვეთის პერიოდში რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერების მნიშვნელობას.

ვიზიტი INL-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.