ვლადიმერ პუტინი არ აპირებს მთელი ცხოვრება პრეზიდენტის პოსტზე დარჩეს. ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა სააგენტო "ტასს"-ს განუცხადა.
კითხვაზე, დარჩება, თუ არა ის პრეზიდენტად მთელი ცხოვრება, უპასუხა: "არა".
"ქვეყნისთვისაც არ იქნება სწორი, დააზიანებს, და მეც არ მჭირდება", - აღნიშნა პუტინმა.
რუსული სააგენტოების ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.